logo
ENG



რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას "უსაფრთხოების რისკების" შესახებ აფრთხილებს

17 თებ 202413:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/17/2urafy4pkw5nr5g.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას "უსაფრთხოების რისკების" შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, განცხადება უკავშირდება აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის - ე.. აბახუას გათავისუფლებას, რომელმაც "2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ". უფრო კონკრეტულად, მან საპატიმრო 2 თებერვალს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

"ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, აბახუას გათავისუფლება "რისკის შემცველია" ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კურორტებზე ჩასული დამსვენებელთათვის, რის გამოც, "იძულებულნი არიან გააფრთხილონ თავიანთი თანამემამულეები"


close დახურვა